სტაჟიორთა კონკურსი აჭარის მაუწყებელში

16 მარტი 2023, 12:00 1093 ნახვა

საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სტაჟირებას აცხადებს საავტორო-შემოქმედებით გადაცემებში, რადიო მაუწყებლობისა და ასევე ახალი ამბების სამსახურში.  

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში სტაჟირების გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის, საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის, ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია, ანდა აქვს პროფესიული უმაღლესი განათლება, სახელობო განათლება ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.    

მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  განათლების ან სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამოტივაციო წერილი და რეზიუმე - უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@ajaratv.ge-ზე.  

სტაჟირების ხანგრძლივობა არაუმეტეს 6 თვეა და არ ითვალისწინებს ანაზღაურებას. სტაჟიორებს სპეციალური კომისია შეარჩევს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი