ტრანსნაციონალური დანაშაული

15 მარტი 2023, 20:11 462 ნახვა

ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი. პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა  მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა და სხვადასხვა პირის სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განთავსებას გულისხმობდა. აღნიშნული მიზნით, სამი წლის განმავლობაში  ბრალდებულმა არალეგალური გზით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, რომლებიც დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ თავის საბანკო ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას - მილიონ ნახევარზე მეტ დოლარს და 107 ათას 550 ლარს. ასევე ყადაღა დაედო ბრალდებულის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი