სამი ოპოზიციური პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტართან და ალდეს პრეზიდენტთან ილჰან კიუჩუკთან გაიმართა.
როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დარბევები იყო.