უკრაინის უმაღლესი სამხედრო სარდლობა ერთხმად ემხრობა აღმოსავლეთ უკრაინის სექტორის, მათ შორის ალყაში მოქცეული ქალაქ ბახმუტის დაცვას და მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებას - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მთავარი აქცენტი იყო... ბახმუტზე“, - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ამერიკელ მედიამაგნატ რუპერტ მერდოკთან საუბარს.
უკრაინის ლიდერი მას ტელეფონით დაუკავშირდა ამერიკული ტელეკომპანია ფოქს-ნიუსის ორი ჟურნალისტის დაღუპვის წლისთავზე, რომლებიც კიევის რეგიონში ომის გასაშუქებლად იყვნენ მივლენილნი.