შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ფინეთი ნატოს სამხედრო ალიანსს უფრო მალე შეუერთდება ვიდრე შვედეთი, გაიზარდა. შვედეთის მთავარ მომლაპარაკებელთან ოსკარ სტებსტორმთან საუბრისას კრისტერსონმა დასძინა, რომ შვედეთის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი გასულ წელს შეიტანეს, მაგრამ თურქეთის წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომელიც აცხადებს, რომ ორი ქვეყანა იფარებს ტერორისტული დაჯგუფებების წევრებს. ქვეყნებმა ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით მოლაპრაკებები ბრიუსელში გასულ კვირას განაახლეს. ანკარამ განმარტა, რომ ის უფრო მეტად შვედეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ვიდრე ფინეთისას. კრისტერსენმა განაცხადა, რომ თურქეთის უცვლელი პოზიცია იმაზე მიანიშნებს, რომ ორი სკანდინავიური ქვეყანა ნატოში შესაძლოა ერთდროულად არ გაწევრიანდნენ, როგორც ეს სასურველი იყო.