„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს

13 მარტი 2023, 21:33 536 ნახვა

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც გამოითხოვს ორდერებს რამდენიმე ადამიანის დასაკავებლად.

საუბარია უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების გამოძიებაზე.თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვის წარედგინა ბრალი თითოეულ შემთხვევაში.

მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით სასამართლო საჯარო განცხადებებს არ აკეთებს.

მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა ჯერ მოსამართლეთა კოლეგიას სასამართლომდე უნდა წარუდგინოს არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მოსამართლეები გადაწყვეტენ, არის თუ არა დაცული სამართლებრივი სტანდარტები ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ორდერების გაცემისთვის ან სჭირდებათ თუ არა დამატებითი მტკიცებულებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი