ბრიფინგი “ნაციონალურ მოძრაობაში”

12 მარტი 2023, 20:00 476 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარე - ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი - გიორგი ჩალაძე, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი თქმით  მაკრონმა ''ქართულ ოცნებას'' ღიად მოუწოდა, რომ გათავისფლდეს მიხეილ სააკაშვილი, მათი თქმით ეს იქნება 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის  წინგადადგმული ნაბიჯი.

ჩალაძის განცხადებით უკვე ერთი კვირაა ყოვნდება" პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში, რათა შეამოწმონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

''ქართულ ოცნებაში'' ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიტენტი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, თავის ჯანმრთელობას საბაბად იყენებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში