29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
შეთანხმება აღნიშნული არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს.
ცესკოს ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევის რამდენიმე ეტაპიანი პროცესი.