ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა ოფიციალურად თქვას უარი ამ კანონპროექტებზე, რომელიც კრემლის მიერ შთაგონებულია -კელი დეგნანი 

10 მარტი 2023, 11:30 748 ნახვა

ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი სტუდენტები და ახალგაზრდები საუბრობდნენ ხმამაღლა, ცხადად და მმართველმა პარტიამ, საბოლოოდ მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე, ოფიციალურად თქვას უარი ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოში მთელი ენერგია და ყურადღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევისკენ უნდა იქნას მიმართული.

„საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ისაუბრეს ხმამაღლა, მკაფიოდ და მმართველმა პარტიამ საბოლოოდ მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ და არ არის აუცილებელი საქართველოში. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონები. უკვე არსებობს საკმარისი დაცვა და გამჭვირვალობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული მთელი ფინანსური დახმარება გამოყენებული იყოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის, იმ ქართველების დასახმარებლად, ვინც ბევრს მუშაობს ადგილობრივი თემების დასახმარებლად მთელ ქვეყანაში. ამას აკეთებს უცხოური დახმარება საქართველოში 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ნახოთ ამ ქვეყნის თითქმის ყველა თემი და თქვენ დაინახავთ ძალიან ბევრ კარგ, პოზიტიურ სამუშაოს, რომელიც სრულდება.

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს თავის დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და ვიმედოვნებ, რომ მთელი ყურადღება და ენერგია ახლა ამისკენ წარემართება. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სწორედ ქართველი ხალხია, ვინც პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების ეს დაპირება“, – განაცხადა დეგნანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი