ზურა გირჩი ჯაფარიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარტია ''დროას'', ''სტრატეგია აღმაშენებლისა'' და თავად ''გირჩის'' ლიდერებმა ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ სპეცრაზმი გირჩის ლიდერს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდა, როდესაც ზურა ჯაფარიძე მათთან გასაუბრებას სცდილობდა.
როგორც ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, ზურა ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი კვლევები სჭირდება, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დრომდე მედიკოსები არ შეუშვიათ. მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ პარტია გირჩის ლიდერს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღესვე გაათავისუფლებენ.