ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

07 მარტი 2023, 12:43 530 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე წუთის წინ, ხმაური იყო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძის განცხადების გაკეთებისას დარბაზში რეპლიკები ისმოდა, რის შემდეგაც ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა – „ეს ხალხი დარბაზიდან გაიყვანეთ“.

„ნუ იჭიმები. წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო. მიდი, ბურთი გააგორე, ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი წამსვლელია ყველაფერზე. თქვენი ოჯახის წევრებთან გექნებათ პასუხი მოსათხოვნი“, – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ვაშაძემ მიხეილ ყაველაშვილს.

აღნიშნული კომენტარის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს გიორგი ვაშაძეს შეაგინა.

ყაველაშვილის განცხადებით, მოღალატეობის დაბრალება დედის გინებაზე უფრო დიდი შეურაცხყოფაა.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, მანდატურებმა კი მიხეილ ყაველაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში