საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემზე გამოსვლა 3 მედლით დაასრულა

06 მარტი 2023, 19:46 565 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემზე გამოსვლა 3 მედლით დაასრულა. ბოლოს კვარცხლბეკზე ასვლა მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მოახერხა, რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა. ზაალიშვილმა ტაჯიკი იბროჰიმიონ ელმუროდოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კუბელ ენდი გრანადასთან წააგო, რეპეშაჟში კი ყაზახ გალიმჟან კრიკბაის სძლია. მედლისთვის შეხვედრაში გელამ მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ტაჯიკი ტემურ რახიმოვი იპონით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტებმა უზბეკეთში ყველა სინჯის მედალი მოიპოვეს. ვარლამ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლს დაეუფლა, ზაალიშვილი კი ბრინჯაოს.საქართველოს ნაკრები ტაშკენტის გრანდ სლემზე გუნდურ ჩათვლაში იაპონიის, უზბეკეთისა და ავსტრიის შემდეგ, მე-4 ადგილზე გავიდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში