ბუდუ ზივზივაძის დებიუტი კარლსრუეში

06 მარტი 2023, 19:46 648 ნახვა

II ბუნდესლიგის 23-ე ტურში, კარლსრუეში ბუდუ ზივზივაძის ოფიციალური დებიუტი როსტოკში ჰანზას წინააღმდეგ შედგა. ქართველმა ფორვარდმა შეცვლაზე ითამაშა. კარლსრუემ ჰანზა პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა.კრისტიან აიხნერის გუნდმა ბოლო ხუთ ტურში 13 ქულა მოიპოვა.ზივზივაძე როსტოკელთა წინააღმდეგ თამაშში 84-ე წუთიდან ჩაერთო. ქართველ ფეხბურთელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ზივზივაძე კარლსრუეს იანვარში შეუერთდა, მაგრამ პირველი მატჩი საბუთების პრობლემის გამო გამოტოვა, შემდეგ ერთ შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იყო, მერე კი მუხლის ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც დებიუტი მხოლოდ დღეს ჰქონდა. მანამდე, ბუდუმ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოფიციალურ თამაშში კი, გერმანული გუნდის მაისური პირველად მოირგო. კარლსრუე 31 ქულით მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 12 მარტს, ჰამბურგს უმასპინძლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში