გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „კამპ ნოუზე“ ბარსელონასთან დამარცხდა

06 მარტი 2023, 19:45 629 ნახვა

ლა ლიგის 24-ე ტურში ვალენსიამ ბარსელონასთან სტუმრად 0:1 მარცხი განიცადა. გიორგი მამარდაშვილმა 3 დარტყმა მოიგერია, მაგრამ 1 გოლი მაინც გაუშვა, სადაც უნდა ითქვას, რომ გოლისას უშეცდომო ნამდვილად არ ყოფილა. გიორგი მამარდაშვილმა "კამპ ნოუზე" კარიერაში პირველად ითამაშა. მან ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 28 გოლი გაუშვა, ხოლო კარის მშრალად შენახვა 4-ჯერ მოახერხა.ვალენსიას 24 ტურში 23 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ, ოსასუნასთან ჩაატარებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში