სასამართლო პროცესი, რომელზეც გუშინ დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების”, ელგუჯა ბაგრატიონისა და ბონდო თედორაძის საქმე განიხილებოდა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კი 13 თებერვლამდე გადაიდო. მოსამართლეს პროცესის გადადების მიზეზი, დღეს არ განუმარტავს.