თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანკარა უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გასაგრძელებლად მუშაობს.
თავდაპირველად, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება გასული წლის ივლისში, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაგრძელდა, რომელიც ნოემბერში გახანგრძლივდა.
შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურება. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მან გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეთანხმების გაგრძელების მცდელობები განიხილა.