ე.წ. „აგენტების კანონი“ - დავამ შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს

04 მარტი 2023, 15:02 754 ნახვა

ორშაბათს, დილის ცხრა საათიდან, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მეორე განხილვა დაიწყება, პარალელურად კი პარლამენტს გარეთ  მესამე სექტორი საპროტესტო აქციას გამართავს.

თუ საქართველოს პარლამენტი პროტესტის მიუხედავად, მიიღებს კანონს, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო დავებს აანონსებენ. დავები იქნება საკონსტიტუციო და ევროსასამართლოშიც.

ინიციატივის ავტორები კი ისევ ამტკიცებენ რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და არ გამორიცხავენ განხილვების დროს კონსენსუსის ხარჯზე ცვლილებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი