საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლებისას, დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც.
ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში პარტნიორების გვერდით არის.