იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ ე.წ-ულ აგენტების შესახებ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად მასშტაბურ საპროტესტო აქციები დაიწყება. გადაწყვეტილება ლელომ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაახმოვანა.
მამუკა ხაზარაძის ბრიფინგიდან ირკვევა, რომ პარტია მხარს დაუჭერს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ჩაგდებას. გეგმები მათ რამდენიმე პუნქტადაც გაწერეს.