მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეს შოთა დავითაძე უხელმძღვანელებს. სასახლის თანამშრომლებს ხელმძღვანელი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარუდგინა. შოთა დავითაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში.