მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების კანონიერებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მალე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ კადრებს, რომელიც 14 დეკემბერსა და 15 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა. მისი თქმით, ორივე შემთხვევის შესწავლა უკვე დაწყებულია, ასევე პენიტენციური სამსახურის შემოწმება და დასრულების ბოლო ვადად 14 მარტი განისაზღვრა.