საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკული გამოხმაურებების მიუხედავად, ,,ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტის კომიტეტებში განხილვას იწყებენ.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონის შემდეგ ხალხის ძალამ ამერიკული კანონის ანალოგი ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა, რასაც წინ უძღოდა მმართველ გუნდთან დახურული კონსულტაციები. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მხარეები პრინციპების დონეზე პირველი მოსმენით, მხარს ორივე კანონპროექტს დაუჭერენ და შემდგომ დაჩქარებული წესით ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.
ოპოზიცია კანონპროექტის არც ერთ ვერსიას მხარს არ უჭერს.