იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

28 თებერვალი 2023, 10:29 515 ნახვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.

შეზღუდვების სიას 48 ფიზიკური პირი და 94 ორგანიზაცია დაემატა. მათ შორის არიან: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი და კონცერნ „კალაშნიკოვის“ პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი.

„შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ „როსბანკი“ და დაჯგუფება „ვაგნერი“. სანქციები ასევე შეეხო თვითგამოცხადებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ანექსიასთან.

გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, „როსბანკს“, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი