„ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი აქტუალობას ისევ არ კარგავს. დეპუტატების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება. - რა ეტაპზეა ხალხის ძალის კანონპროექტი ვნახოთ ანი პირტახიას რეპორტაჟი