37 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. მთავარის არაერთი მცდელობის მიუხედავად, გადაღების საშუალება დღეს პირველად და პირველებს მოგვეცა. სადგური რომლის მშენებლობასაც მოსახლეობის არაერთი პროტესტი მოჰყვა ოპერირებას მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 400 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. მოსახლეობა სახლებზე გაჩენილ ბზარებსა და მოსავლის შემცირებას გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებებს უკავშირებს, რასაც მშენებელი კომპანია უარყოფს.