„ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

27 თებერვალი 2023, 14:54 671 ნახვა

„ხალხის ძალის“ წევრები „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი  ვენეციის კომისიას გაეგზავნება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი