ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

27 თებერვალი 2023, 12:34 1034 ნახვა

თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.

პროცესს ბრალდებული დისტანციურად ესწრებოდა.

ბიზნესმენი სამართალდამცავებმა  გასული წლის 31 მაისს დააკავეს.

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე  ბიზნესმენი სხდომებს მხოლოდ რამდენჯერმე დაესწრო, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. ის წარდგენილ ბრალში  თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვას  ედავებოდა.  მის გარდა, გალიფ ოზთურქს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

ბათუმის საქალქო სასამართლოში, ამ საქმეზე, წინა სასამართლო სხდომა აპრილში  გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი