რამდენიმე საათში გადაწყდება როდის განიხილავენ დეპუტატები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მეორე კანონპროექტს.
"ხალხის ძალის" მიერ მომზადებული ხმაურიანი დოკუმენტის შესახებ საპარლამენტო დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე გაიწერება.
ინიციატივას ისევ რუსულ კანონპროექტად აფასებს ოპოზიცია, მმართველი გუნდი და კანონის ინიციატორები კი მას ამერიკული მოდელის ანალოგად განიხილავენ.
კანონპროექტის ინიცირებამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.