თელავის რაიონულმა სასამართლომ ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროცესი, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.საქმე ეხება ორი წლის გოგონას, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში ბებიამ მიიყვანა.
ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო,რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობს გულისხმობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ ,დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს,რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.