ჩინეთის მაღალი რანგის დიპლომატი მოსკოვში

22 თებერვალი 2023, 14:12 574 ნახვა

ჩინეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვან ი მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, დღეს კოლექტიური დასავლეთი მოქმედებს  რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, ასევე განვითარებადი სახელმწიფოების საზიანოდ.

პატრუშევმა დაადასტურა მოსკოვის მხარდაჭერა ტაივანის, სინციან-უიგურის ავტონომიური რეგიონის, ტიბეტისა და ჰონგ კონგის საკითხებში. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ამ ტერიტორიებს ჩინეთის დისკრედიტაციისთვის იყენებენ. ვან იმ შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც.

რუსული მედია ჩინეთის უმაღლესი რანგის დიპლომატის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასაც არ გამორიცხავს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი