საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ბელგიის დაკავების ცენტრში დანიშნულია შეხვედრა საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან - საგარეო უწყება

22 თებერვალი 2023, 13:15 714 ნახვა

ბელგიაში, საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში საკონსულო ჩაერთო პირველივე დღეებიდან.

„ბელგიაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო და ახლაც რჩება, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბელგიის შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან, ასევე ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების პირველივე დღიდან, კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და განხორციელდება საჭირო პროცედურები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით. ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს, უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი