ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოს შემდეგ, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟს კვარიათის სანაპიროზე ახორციელებს - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 30-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.
"ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 6 კაფე-ბარის დემონტაჟი და 4 სავაჭრო ჯიხური ტერიტორიიდან მეპატრონის მიერ იქნა გატანილი. ობიექტები სანაპირო ზოლზე სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. სამართალდამრღვევები მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის დაწყებამდე არაერთხელ გააფრთხილა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.