"ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი - ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანია," - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას ბრიფინგს.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ გიორგი გახარიამ ჯერ მისი წასულან დაკავშირებით კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. პარტია საქართველოსთვის ლიდერი თავის ყოფილ თანაგუნდელებს ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს.
პარტიის ოფისში გამართულ ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ პარტია "ქართული ოცნება" "ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად".
აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, "რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს".