იაპონია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შეკრებას მოითხოვს

20 თებერვალი 2023, 14:25 562 ნახვა

იაპონიის პრემიერ- მინისტრმა  გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა  მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რომლებიც იაპონიის დასავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.

იაპონიის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ   ბალისტიკური რაკეტების გაშვების  სერია საფრთხეს უქმნის იაპონიის, რეგიონის და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას.     

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და  აშშ-ს სამხედრო წვრთნების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და იმუქრება, რომ  ბირთვულმა სახელმწიფომ შესაძლოა წყნარი ოკეანე პოლიგონად გადააქციოს.  

სამხრეთ კორეამ მკაცრად დაგმო ფხენიანის მიერ რაკეტის  გაშვება, მას "სერიოზული პროვოკაცია" უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი