ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

20 თებერვალი 2023, 10:21 629 ნახვა

დღეს საქართველოს  ბანკის  თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი  გაიმართება. დაკავებული ზუგდიდის სასამართლოს წინაშე წარსდგება.  სასამართლოზე  ბრალდების მხარის  მტკიცებულებებს  გამოიკვლევენ, გამოიკითხებიან მოწმეები.

დღევანდელი სხდომა ითვალისწინებს მხოლოდ ძველ ბრალდებებზე მსჯელობას - საუბარია ტერორისტული აქტის და ტერორისტული  მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებაზე.

ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებისთვის, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წაუყენეს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი