ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიის საქმეზე პროკურატურას ბრალდებულების ადვოკატები პასუხობენ, მათი თქმით 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი შადრევნის სისტემის მონტაჟის ავტორის, ქარხნის სპეციალისტის გამოსაკითხად.
ასევე დაცვის მხარე ამტკიცებს რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა რომ 2022 წლის 22 სექტემბერს სამუშაოების შესრულების დროს რაიმე დაზიანება მოხდა ობიექტზე.მათივე მტკიცებით დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები რასაც ბრალდება ეყრდნობა გაყალბებულია, შედგენილია კოპირების პრინციპით.
ადვოკატების თქმით 12 ოქტომბრის საღამოს გაურკვეველი მიზეზებით არ აღმოჩნდა ვიდეოკამერის ჩანაწერები.