მეზღვაურის პროფესია - შეხვედრა სკოლაში

19 თებერვალი 2023, 11:14 841 ნახვა

რატომ უნდა აირჩიონ მეზღვაურის პროფესია და რა უპირატესობები აქვს სფეროს - დარგის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლები ხელვაჩაურში, ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

ახალგაზრდები რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდნენ, კითხვები მეზღვაურების საქმიანობაში არსებულ პრობლემებსა და სირთულეებს ეხებოდა.

სტუდენტების თქმით, მსგავსი შეხვედრები მათ სამომავლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი