ტყის მდგრადი მართვის პროექტი

17 თებერვალი 2023, 15:40 524 ნახვა

აჭარას მალე ტყის მდგრადი მართვის პროექტი ექნება. დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. იგი სატყეო ფონდის აღდგენას და ტყის რესურსის  მდგრად მართვას ითვალისწინებს, ასევე  პროექტი ხელს შეუწყობს სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას. ბათუმში დღეს შეხვედრა მოეწყო, რომელსაც პროექტის ავტორები, ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ტყის მდგრადი მართვის სახელმღვანელო დოკუმენტი  გერმანიის მთავრობის და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მზადდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი