ვითარება ქობულეთში

17 თებერვალი 2023, 15:06 441 ნახვა

ამ დროისთვის 9-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების გაწმენდით პროცესში ქობულეთში. საგზაო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაადგილების პრობლემა  არის სოფელ ზენითში, სადაც მძიმე ტექნიკა ეტაპობრივად წმენდს გზას.

სოფელ ლეღვას მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის ცენტრამდე  გზა გაწმენდილია, თუმცა შიდა საუბნო გზებზე გართულებულია მოძრაობა და სამუშაოების დროულ ჩატარებას ითხოვენ. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ცხემვანაში რამდენიმე აბონენტს. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უხვი ნალექის გამო არ შეწყვეტილა. 

როგორც რესურსცენტრის ხელძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, მოსწავლეების სწრებადობის მაჩვენებელი უამინდობის გამო შემცირებულია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო დაწესებულებებს, 5-საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ ჩატარებულა. ესენია: სოფელი ზენითი, აჭვისთავი, ქაქუთი და ბობოყვათი, წყავროკა. სწრებადობა სააღმზრდელო დაწესებულებებშიც დაბალია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში