რუსეთის წინააღდმეგ სანქციების ახალი პაკეტი მზადდება

17 თებერვალი 2023, 12:14 720 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, აშშ და „დიდი შვიდეული“ 24 თებერვლისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დაამტკიცებს. ვიქტორია ნულანდის თქმით, მიმდინარეობს პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოიცავს ადრე დაწესებული შეზღუდვების გაღრმავებას. ასევე მზადდება ინდივიდუალური სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის ომს. ნულანდის ინფორმაციით, შესაძლოა სანქციები სხვა ქვეყნების მიმართაც დაწესდეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი