უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა

16 თებერვალი 2023, 15:35 549 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონული სამართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს 35 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩხრეკის შედეგად  ამოუღეს პისტოლეტები და მჭიდები. იგი საბაჟო გამშვებ  პუნქტ  "სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს. ამის გარდა პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. ჯამში დაკავებულია 13 პირი. ამოღებულია პისტოლეტები, მჭიდები, სანადირო თოფები, ავტომატები, შაშხანები და რევოლვერები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  ცამეტივეს  3-დან 9 წლამდე ვადით  პატიმრობა ელოდება.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში