თურქეთში სოციალურ მედიაში „პროვოკაციული“ პოსტებისთვის 78 ადამიანი დააკავეს

16 თებერვალი 2023, 12:55 544 ნახვა

78 ადამიანი დააკავა თურქეთის პოლიციამ, რომლებსაც მიწისძვრის შესახებ სოციალურ მედიაში პროვოკაციული პოსტების გაზიარებით შიშისა და პანიკის დათესვაში ადანაშაულებენ.თურქეთის უშიშროების მთავარმა სამმართველომ პროვოკაციულ პოსტებში ბრალდებული სულ 613 პირი გამოავლინა,ხოლო 293 ის მიმართ დაიწყო სასამართლო პროცესი. უშიშროებამ 46 საიტი დახურა თაღლითობის გამო, რომლებიც მიწისძვრის დაზარალებულებისშემოწირულებების მითვისებას ცდილობდნენ. გასული წლის ოქტომბერში თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც "დეზინფორმაციის" გავრცელებისთვის ჟურნალისტებს და სოციალური მედიის მომხმარებლებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  8 თებერვალს  თურქეთმა 12 საათზე მეტხანს დაბლოკა ტვიტერიდეზინფორმაციის გავრცელების მოტივით, რამაც  ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ისინი პლატფორმას მიწისძვრის შედეგების შესახებ ინფორმაციისგასაზიარებლად იყენებდნენ. დღეს  მალათიას პროვინციაში  4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი