ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს

16 თებერვალი 2023, 11:54 835 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 40-50  სანტიმეტრს აღწევს.

ამ დროისთვის, სოფელ ზენითში, უხვი ნალექის გამო, გადაადგილება შეზღუდულია.

 რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას, სოფელ ჭახათში აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, ადგილზე მუშაობენ "ენერგო პრო-ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფები.

როგორც, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელი ერეკლე კახიძე ამბობს, 7 ერთეული მძიმე ტექნიკა დილიდან მუშაობს და მაღალი ზონის სოფლებში: აჭყვისთავი, ზენითი, ჭახათი, ქაქუთი, ლეღვასა და კვირიკეში გზების გაწმენდის პროცესს ახორციელებენ. 

რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, ნაწილი დღეს, ნაწილი კი ხვალ გაიწმინდება.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის 20 შემთხვევა ფიქსირდება და აქედან ყველა ინდივიდუალურია, დანარჩენ აბონენტებს კი ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.

რაც შეეხება ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებას, მათივე განცხადებით, ყველა აბონენტს შეუფერხებლივ მიოწოდება. ქალაქის ნაწილში კი ნალექს პრობლემები გადაადგილების კუთხით არ შეუქმნია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი