თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა. თურქეთში 35 ათას 418 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი 5 000-ზე მეტი. თუმცა თურქეთში გადაარჩინეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 200 საათზე მეტხანს იყვნენ. ადიამანში თურქმა მაშველებმა 77 წლის ქალი გადაარჩინეს.
80 წლამდე კაცი ამოიყვანეს ნანგრევებიდან მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ.
თურქული მედიის თანახმად, ქალაქ ჰატაიში შენობის ნანგრევებიდან ქალი გამოიყვანეს, მიწისძვრიდან დაახლოებით 203 საათის შემდეგ. სამშაბათს თურქეთში ცხრა ადამიანი ამოიყვანეს ნგრევიდან 1 კვირის შემდეგ.
ახლა დახმარების ძალისხმევა იმ ადამიანებზეა კონცენტრირებული, რომლებიც უსახლკაროდ, თავშესაფრის ან საკმარისი საკვების გარეშე არიან დარჩენილები ზამთრის ცივ ამინდში.