თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა

14 თებერვალი 2023, 10:28 545 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 31 700-მდე ადამიანი, სირიაში კი 6 000-მდე პირი.

სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში მე-9 დღეა, გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი