რეზო ხარაზის ბრიფინგი

13 თებერვალი 2023, 14:26 563 ნახვა

საკრებულოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიის წევრმა რეზო ხარაზმა. ის მერს და საკრებულოს კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული ტენდერების გამოცხადებაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი დეპუტატი კორუფციაზე საუბრობს.

როგორც  აღნიშნა, ბათუმში გამოცხადებული ტენდერები უკონკურენტოდ ერთ კომპანიაზე არის მორგებული. მისი თქმით, მერის და საკრებულოს პასუხისმგებლობაა, უფრო აქტიურად მოხდეს კონკურენტუნარიანი ტენდერების მონიტორინგი. 

ბრალდებებს აბსურდს უწოდებენ ქართულ ოცნებაში. თენგიზ აფხაზავა, ამბობს, რომ ყველა ტენდერი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. ის თავად ადანაშაულებს ნაციონალურ მოძრაობას პასუხისმგებლობის არიდებაში, მისი თქმით, ოპოზიციური პარტია  არაფერს აკეთებს საკუთარი ამომრჩევლისთვის და ბოიკოტით პასუხისმგებლობას გაურბის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი