ხმაური ეროვნულ გალერეასთან

12 თებერვალი 2023, 17:06 656 ნახვა

„ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“ - ეროვნული გალერეის წინ,  საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეროვნულ გალერეაში მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ განხორციელებული „თავისუფალი შემოქმედებითი აქტის მიმართ დაწყებული, სრულიად შეუსაბამო, სამართლებრივი დავის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ“.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 

აქციაზე ადგილი ჰქონდა  დაპირისპირებას. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ნატა ფერაძეს სამართალდამცველმა ჩამოართვეს შეფუთვა, რომელშიც როგორც თავად ამბობს ედო პულივიზატორი და ის ნაჭრის  აბრა შეღებეს, რომელიც ხელში ეჭირათ. ფერაძე აცხადებს, რომ წარწერის გაკეთებას არ აპირებდა და მისთვის გაუგებარი იყო პოლიციელის რეაქცია. დაპირისპირების დროს დაშავდა აქტივისტი.

ცნობისთვის ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი