თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა 

12 თებერვალი 2023, 12:03 634 ნახვა

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. მეხუთე დაღუპულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი თურქეთში ადასტურებს.

გუშინ სტიქიის ზონაში კიდევ ორ ქართველს ეძებდნენ დაღუპული სწორედ ერთ-ერთი მათგანია.  

გიორგი ჯანჯღავა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში უკვე გაემგზავრა და პირადად ჩაერთვება საქართველოს მოქალაქეების სტიქიის ზონიდან გამოყვანის პროცედურებში. 

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ საკონსულოებს და მიაწოდონ ინფორმაცია ადგილსამყოფელის შესახებ. 

თურქეთში ყოფნის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი