თავდაცვის მინისტრმა არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

11 თებერვალი 2023, 14:30 521 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. ცერემონიალის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა. 

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და  ორ ქვეყანას შორის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მინისტრის ვიზიტი ქართულ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში