გალიფ ოზთუქრის საქმე

10 თებერვალი 2023, 11:25 628 ნახვა

თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი გრძელდება. მოსამართლემ გუშინ დაცვის მხარის 3 მოწმეს მოუსმინა. ერთ-ერთი  ბიოლოგიური ექსპერტიზის წარმომადგენელი იყო, რომელმაც  ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა და დაადგინა, რომ  ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული  ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა და დნმ  -  არსებული სტანდარტების  დარღვევით  მოიპოვა ბრალდების მხარემ.

მოწმის განცხადებით,  საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების ამოღება შესაბამისი ეკიპირების გარეშე, კონკრეტულად კი  კოკაინი, ხელთათმანების გამოყენების გარეშე იქნა ამოღებული.

გალიფ ოზთურქი არც გუშინდელ სხდომას არ დასწრებია. მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დასახელდა. ბრალდებულს სასამართლო რამდენიმე დღეში  მოუსმენს, რის შემდეგაც თვის ბოლომდე განაჩენი უნდა გამოცხადდეს. წინა  ორთვიანი საპატიმრო ვადა თებერვლის ბოლოს იწურება.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი